saqarTvelos mdinareebi - mramba

სათავე კოდორის ქედი
სიგრძე 14 კმ
აუზის ფართობი 174 კმ²

 

მდინარე კოდორის მარცხენა შენაკადი (ერთვის სოფ. მრამბასთან). ზღვის დონიდან 2610 მ. სიგრძე 14 კმ. აუზის ფართობი 174 კმ2. სათავე აქვს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 15,3 მ3/წმ.